მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> კოტროჩენის სასახლეში მიხეილ სააკაშვილი რუმინეთის პრეზიდენტს შეხვდა

ბუქარესტში, კოტროჩენის სასახლეში საქართველოსა და რუმინეთის პრეზიდენტებს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა. მიხეილ სააკაშვილმა და ტრაიან ბასესკუმ საქართველოში გამართული არჩევნების თაობაზე ისაუბრეს.

რუმინეთის პრეზიდენტის შეფასებით, ამ არჩევნებით საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ აქვს დემოკრატიული მმართველობის კურსი და იბრძვის პოლიტიკური უსაფრთხოების, სტაბილურობისა და დემოკრატიული პროცესების გასაღრმავებლად.

რუმინეთის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილს ნატოში ინტეგრაციის პროცესში სრული მხარდაჭერა აღუთქვა და აღნიშნა, რომ დემოკრატიული არჩევნები, რომელიც საქართველოში 1-ელ ოქტომბერს გაიმართა, ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს.

internet.ge

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები