მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> კოფი ანანი დამასკოს ეწვევა

გაეროსა და არაბული ქვეყნების ლიგის სპეციალური წარმომადგენელი, კოფი ანანი უახლოეს დღეებში სირიაში ჩასვლას გეგმავს. „ფრანს პრესის' ინფორმაციით, ჯერ-ეჯერობით უცნობია, ვიზიტის ზუსტი თარიღი.

ამჟამად სირიაში, კოფი ანანის გეგმის ფარგლებში მოქმედებს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ამ შეთანხმების მონიტორინგისთვის 15 აპრილიდან, არაბულ ქვეყანაში, გაეროს სადამკვირვებლო მისია იმყოფება 300 კაცის შემადგენლობით.

უკვე წელიწადზე მეტია სირიაში არ წყდება ანტისახელისუფლებო გამოსვლები. მედია ყოველდღიურად იტყობინება როგორც სამოქალაქო პირების, ისე ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების გარდაცვალების შესახებ. გაეროს მონაცემებით, მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ ამ ქვეყანაში 9 ათასს გადააჭარბა.

Internet.ge

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები