მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> კოფი ანანი და დიმიტრი მედვედევი სირიის კრიზისზე ისაუბრებენ

 

გაეროსა და არაბთა ლიგის საგანგებო წარმომადგენელი  სირიის კრიზისში - კოფი ანანი, მოსკოვში ჩავიდა, სადაც დღეს დიმიტრი მედვედევს შეხვდება და შეეცდება დაარწმუნოს რუსეთის პრეზიდენტი, უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავოს სირიის ხელისუფლებასთან მიმართებაში.

მედვედევის თანაშემწემ, სერგეი პრიხოდკომ, განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი შეხვედრაზე სირიის საკითხთან მიმართებაში რუსეთის მიდგომაზე ისაუბრებს, რომელიც მისი თქმით, იმაში მდგომარეობს, რომ დაარწმუნონ ასადის ოპოზიცია, დაიწყონ მოლაპარაკებები მოქმედ რეჟიმთან, რომელიც, როგორც თავის მხრივ, რუსეთი ამტკიცებს, დიალოგისთვის მზად არის.

კოფი ანანი საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვსაც შეხვდება. უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა მხარი დაუჭიროს ანანის მიერ შეთავაზებულ სირიის კრიზისის დარეგულირების გეგმას.

მოსკოვიდან კი კოფი ანანი პეკინში ჩავა, რამდენადაც ჩინეთმა და რუსეთმა ცოტა ხნის წინ ერთხმად დაბლოკეს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია სირიის საკითხთან მიმართებაში.

Internet.ge

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები