მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> კოფი ანანმა სირიის საკითხებში გაეროს სპეცწარმომადგენლის პოსტი დატოვა

კოფი ანანმა დატოვა სირიის საკითხებში გაეროს სპეცწარმომადგენლის პოსტი, რის შესახებაც გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გუ მუნმა გააკეთა განცხადება და დასძინა, რომ ანანის შემცვლელთან დაკავშირებით კონსულტაციებს აწარმოებს არაბულ სახელმწიფოთა ლიგასთან - იუწყება „როიოტერი'.

„ასოშეიტედ პრესის' ცნობით, ოფიციალურად ის პოსტს 31 აგვისტოს დატოვებს. მანამდე კი მან განაცხადა, რომ ვერ მიიღო სათანადო მხარდაჭერა, რომელსაც მისი მისია იმსახურებდა.

„საერთაშორისო საზოგადოება დაჯგუფებებადაა დაყოფილი. ეს კი ართულებს ჩემს ამოცანას,' - განაცხადა მან.

ივლისის დასაწყისში ანანმა განაცხადა, რომ სამშვიდობო გეგმა, რომელიც მისი მონაწილეობით არაბულ სახელმწიფოთა ლიგამ და რუსეთმა შეიმუშავეს, სრულიად ჩავარდნილია იმის გამო, რომ სირიის დაპირისპირებულ მხარეებს არ სურთ ცეცხლის შეწყვეტა.

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები