მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> კრემლი საქართველოსთან მცირემასშტაბიანი, „ძლევამოსილი“ ომისთვის ემზადება?

როგორც ცნობილია, რუსეთი ჩრდილოეთ კავკასიაში თავის სამხედრო დაჯგუფებებს აძლიერებს. თუ რა მიზნით, ამაზე საკუთარი ვერსია გააჩნია ცნობილ რუს სამხედრო ექსპერტს, პაველ ფელგენგაუერს. მისი მოსაზრებით, პუტინის კრემლში დაბრუნება აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ რომ საგარეო და საშინაო პოლიტიკა აგრესიულობის დემონსტრირებისკენ იხრება, რაც დამახასიათებელია ავტორიტარული რეჟიმიებისთვის, როცა ქვეყანაში შიდაარეულობაა.

ამ და გასულ კვირას, ანონიმური სამხედრო წყაროები მუდმივად იტყობინებოდნენ, რომ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტის დაჯგუფება მზადაა სირიისკენ გაეშუროს, ზოგჯერ ჩნდებოდა ცნობები, რომ თითქოს ისინი სევასტოპოლიდან უკვე გავიდნენ  და  დიდ სადესანტო გემებზე „ ნიკოლაი ფილჩენკოვსა' და „ცეზარ კუნიკოვის' ბორტზე საზღვაო ქვეითებიც იმყოფებოდნენ და, შესაძლოა, ჯავშანტექნიკაც. მიზანი, თითქოს რუსეთის მოქალაქეების სირიის პორტ ტარტუსიდან ევაკუაცია იყო.

თუმცა, როგორც დადგინდა ამის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული არაა და ხომალდის მეთაურობა ირწმუნება, რომ ჯერ კიდევ ნავსაყუდელში დგანან და არც ბორტზე არიან საზღვაო ქვეითები. მოულოდნელად ამ დროს გაისმის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლის მოადგილის, გენერალ ვლადიმერ გრადუსოვის განცხადება ჟურნალისტებთან, რომ ავიაცია მზადაა სირიაში ხომალდების გაგზავნის შემთხვევაში ჰაერიდან დაიცვას მათი უსაფრთხოება.

დღეისათვის, ხმელთაშუა ზღვაში რუსეთს ავიაბაზები არ გააჩნია და იქით რომ გაფრინდეს, ამისთვის ნატოს უნდა სთხოვოს საჰაერო დერეფანი. რაც შეხებათ, „მისტრალებს' საბრძოლო ვერტმფრენებითურთ, ისინი ფრანგებს რუსებისთის ჯერ არ აუგიათ. ასე რომ, რუსული დაჯგუფება იმისთვისაც არ არის მზად, რომ სამშვიდობო ოპერაციებიც კი განახორციელოს დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე.

გამომდინარე აქედან რუსეთმა სირიაში რომ იომოს,  ამის ძალა არ შესწევს და არც აპირებს ამას.  ბაშარ ასადის რეჟიმი რომ დაემხობა, და ადრე თუ გვიან ეს აუცილებლად მოხდება, ფაქტია, მაშინ რუსეთის ბაზასაც ტარტუსიდან აუცილებლად გამოაძევებენ.

აი, ასეთ მძიმე მდგომარეობაშია იქ რუსეთი და ასეთ დროს პუტინს სჭირდება მცირემასშტაბიანი ძლევამოსილი ომი. დეკემბრიდან ოფიციალური ინფორმაციები ვრცელდებოდა ჩრდილოეთ კავკასიაში ჯარებისა და განსაკუთრებით, სამხედრო-საზღვაო ძალების გამალებული გადაიარაღების შესახებ. ტექნიკა აქ 65-70 %-ით განაახლეს. დაღესტანის კასპიისპირეთის სანაპიროზე განათავსეს მობილური სახმელეთო-სარაკეტო კომპლექსი „ბალ-ე', ხოლო კავკასიის შავი ზღვის სანაპიროზე კომპლექსი „ბასტიონი'  ზებგერითი „ იახონტითურთ'.

კავკასიაში რუსეთს პოტენციური „აგრესორის' მოძებნა არ გაუჭირდება -ასეთი მისთვის საქართველოა. ამასთან აქ მცირემასშტაბიანი „ძლევამოსილი' ოპერაციის ჩატარების გამოცდილებაც კრემლს ნამდვილად აქვს. გავიხსენოთ, თუნდაც 2008 წლის აგვისტო. ასე რომ, ექსპერტების ვარაუდით, რუსეთში არსებული შიდა არეულობებიდან და სირიაში მოსალოდნელი კრახიდან გამოსავალი, მოსკოვმა, შესაძლოა, საქართველოზე თავდასხმაში იპოვოს და ყურადღებაც აქეთ გადაიტანოს.

პრესა.GE

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები