მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> კუკავა:'ახალი მინისტრთა კაბინეტი ოჯახში შესაშვები ხალხითაა დაკომპლექტებული'

პარტია „თავისუფალი საქართველოს' ლიდერის კახა კუკავას შეფასებით ახალი მინისტრთა კაბინეტი პროფესიონალებით და საქმისადმი თავდადებული ხალხითაა დაკომპლექტებული. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს დღეს „პრაიმტაიმის' პრეკლუბში განუცხადა.

მისივე თქმით, ახალი მინისტრთა კანიბინეტი წინას, თუნდაც იმით ჯობია, რომ ამ მთავრობაში არავინ არის მკვლელობაში, კორუფციაში ან ადამიანის უფლებების დარღვევაში ეჭვმიტანილი.

კუკავამ აღნიშნა, რომ ახალი მინისტრთა კაბინეტი ისეთი ხალხით არის დაკომპლექტებული, რომელიც ოჯახში შეიშვება.

„პროფესიულ მხარეს რაც შეეხება, არიან მინისტრები რომელთა პროფესიონალიზმში ეჭვი არავის ეპარება. მე მომეწონა საქმისადმი თავის დამოკიდებულებით განსაკუთრებით ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის მინისტრები. აშკარად ეტყობათ, რომ არიან გაწონასწორებულები, თავის საქმის პროფესიონალები და ყოველგვარი პოპულიზმის გარეშე უყურებენ იმ სფეროს რომელიც ჩაიბარეს',- განაცხადა კახა კუკავამ.

მან აღნიშნა, რომ არიან მინისტრებიც რომლებსაც არა აქვთ გამოცდილება, მაგრამ საქმისადმი დიდი შემართებით არიან.

კახა კუკავას განცხადებით, ახალი მთავრობის პროფესიონალიზმზე უმთავრესი მათ სფეროებში მიღწეული შედეგები იქნება.

„ხშირად აკრიტიკებენ კალაძეს, მაგრამ ზამთარი, რომ გადაივლის გადამწყვეტი ის კი არ იქნება, კალაძეს „გეპეიში' ენერგეტიკის ფაკულტეტი დამთავრებული აქვს თუ არა, არამედ რამდენად სოლიდური იქნება შეღავათები დაწესებული ენერგომატარებლებზე ამ ზამთრის განმავლობაში',- დასძინა კახა კუკავამ

news.ge

ე.შ 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები