მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ლაგოდეხის რაიონში სოფლები დაისეტყვა

ღამით მოსული ძლიერი სეტყვის შედეგად, ლაგოდეხის რაიონში დაისეტყვა სოფლები თელა, წიფლისწყარო, შეერთება, გელათი, ნინიგორი, განათლება, ქვემო გურგენიანი, ბაისუბანი, კართუბანი, ბოლოკიანი და ნაინდროვალი. 
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დიმიტრი ლოლაძემ განუცხადა, სხვადასხვა სოფლებში ზარალის ოდენობა განსხვავებულია, განადგურებულია ერთწლიანი კულტურებიც.
'სეტყვა ღამის 10 საათზე დაიწყო და 1 საათს გაგრძელდა. ზოგიერთ სოფელში მოსავლის 100%-ია განადგურებული. რამდენიმე სოფელს კი ელექტროენერგია არ მიეწოდება, რადგან ქარმა ელექტროგადამცემი ხაზები დაწყვიტა. წინასწარი ვარაუდით ზარალი დიდია. კომისია უკვე მუშაობს და ზარალის ზუსტი ოდენობა მალე გვეცოდინება', - აღნიშნა დიმიტრი ლოლაძემ.
ამასთან, 'კახეთის ენერგოდისტრიბუციის' მონაცემებით, ლაგოდეხში ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი 1900 აბონენტი, ხოლო სოფლებში - 1080 აბონენტი. 
'კახეთის ენერგოდისტრიბუციის' ექსპლუატაციის სამსახური დილიდან აღდგენით სამუშაოებს ატარებს.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები