მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ლავროვის აღიარება: „მშვიდობის იძულების ოპერაცია“ იგივე ინტერვენციაა

სწორედ „მშვიდობის იძულების ოპერაციისა' და არა აგრესიისა და ინტერვენციის კვალიფიკაციას აძლევდა მოსკოვი 2008 წლის აგვისტოში ცხინვალის რეგიონში შეჭრას. თავისი ქმედებისთვის „მშვიდობის იძულების ოპერაციის' სტატუსის მიცემა რუსეთისთვის თავის მართლების ერთგვარი საშუალებაა.

თუმცა, როცა ჯერი უკვე არა საქართველოზე, არამედ სირიაზე მიდგა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ოფიციალურად განაცხადა, რომ მოსკოვი არ დაუჭერს დასავლეთს მხარს სირიაში „მშვიდობის იძულების' ოპერაციის ჩატარებაში, რადგან როგორც ირკვევა, სირიასთან მიმართებაში ეს განმარტება მოსკოვისთვის ინტერვენციის ტოლფასია.
„მშვიდობის იძულების ოპერაცია, ეს სხვა არაფერია, თუ არა ინტერვენცია. ჩვენ მას ვერ გავამართლებთ' - აღნიშნა ლავროვმა.

სერგეი ლავროვმა ეს განცხადება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომელთანაც, რუსული მედიის ცნობით, სირიის საკითხზე ისაუბრეს.

internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები