მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ლავროვი: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსზე მოლაპარაკებები შეუძლებელია

მოსკოვს იმედი აქვს, რომ საქართველოს ახალ ხელისუფლებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ვითარების ნორმალიზაციის სურვილი ექნება, მაგრამ მოლაპარაკებები სტატუსთან დაკავშირებით, შეუძლებელია - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

„რაიმე მოლაპარაკება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ბედთან დაკავშირებით, არც საქართველოსთან და საერთოდაც, არავისთან, არ იქნება,' - განაცხადა ლავროვმა.

ამასთან, მისივე თქმით, „ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება, როდესაც ის იქნება ფორმირებული, გაატარებენ მეზობლებთან ურთიერთობების ნორმალიზაციის ხაზს, მათ შორის რუსეთთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან' - აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პრესკონფერენციაზე, რომელიც ცხინვალის რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით სანაკოევთან ერთად გამართა.

„ჩვენ დავადასტურეთ, რომ აუცილებელია მიღწეულ იქნეს სავალდებულო შეთანხმება ძალის გამოუყენებლობის შესახებ, რომელიც გამორიცხავდა თბილისის დანაშაულებრივი ავანტიურის განმეორებას, რასაც 2008 წლის აგვისტოში ჰქონდა ადგილი,' - განაცხადა ლავროვმა.

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები