მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ლევან გაჩეჩილაძე - ხელისუფლება მოდელირებულ გამწვავებებს, ტერაქტებს და ხალხის დაჭერებს ამზადებს

'ქართული პარტიის' თანათავმჯდომარე ლევან გაჩეჩილაძე ხელისუფლების მხრიდან მშვიდობიანი რევოლუციის წინააღმდეგ მოსალოდნელ პროვოკაციებზე საუბრობს. 
'მგონი ხელისუფლება მოდელირებულ გამწვავებებს, ტერაქტებს, იარაღის შეყრებსა და ხალხის დაჭერებს ამზადებს... ხელისუფლება მის ხელთ არსებული ნებისმიერი იარაღით, მედიასა და ნამდვილ იარაღსაც ვგულისხმობ, ეცდება თავიდან აიცილოს მშვიდობიანი რევოლუცია', - აცხადებს გაჩეჩილაძე გაზეთ 'კვირის პალიტრისთვის' მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
ოპოზიციონერი ლიდერის მოსაზრებით, ამით ხელისუფლება მიანიშნებს ხალხს, რომ მიტინგზე მისვლით სამოქალაქო დაპირისპირებას მიიღებენ, რითაც რუსეთი ისარგებლებს.
გაჩეჩილაძე არ გამორიცხავს, რომ მოდელირებული სიტუაცია ტრაგედიაში გადაიზარდოს, უდანაშაულო ადამიანები დახოცონ და სხვას დააბრალონ. 'შეიძლება სადმე, ხალხმრავალ ადგილას მოხდეს აფეთქება და ეს არა მხოლოდ საზოგადოებისთვის უცნობ რომელიმე რუსეთის აგენტთან დააკავშირონ, არამედ რომელიმე ოპოზიციონერთან', - აცხადებს გაჩეჩილაძე.
'ქართული პარტიის' თანათავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მსგავსი ტიპის პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად, უნდა შემუშავდეს 'ეროვნული თანხმობის დეკლარაცია', რომელზეც ხელს მოაწერენ პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო სექტორი, რიგითი მოქალაქეები და ამით უარს იტყვიან მიხეილ სააკაშვილის თამაშის წესების მიღებაზე.
'ვინც ამ დეკლარაციას შევუერთდებით, პასუხისმგებლობას ავიღებთ, რომ სამოქალაქო დაპირისპირების რაც შეიძლება მინიმალური რისკით შევცვალოთ ხელისუფლება', - აღნიშნავს გაჩეჩილაძე. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები