მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ლევან გაჩეჩილაძე – დღეს ჩვენს ბრძოლაში ყველაზე წარმატებული ქართველი შემოვიდა

დღეს ჩვენს ბრძოლაში ყველაზე წარმატებული ქართველი შემოვიდა და ყველა ქართველს და საქართველოს მიეცა შანსი, რომ ცხოვრებაში მიაღწიოს იმას, რასაც ნატრობდა , - ამის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერმა, ლევან გაჩეჩილაძემ დღეს, 'ამომრჩეველთა ლიგის' პრეზენტაციაზე განაცხადა.
გაჩეჩილაძის განცხადებით, პირადად მას პოლიტიკური ამბიცია არ გააჩნია, თუმცა, იდგება იქ, სადაც დღეს დგას და აპირებს, ბრძოლა გააგრძელოს. მისი განმარტებით, ეს იქნება ბრძოლა თავისუფალი ქართველისა და თავისუფალი ამომრჩევლისთვის, საბოლოოდ კი, თავისუფალი საქართველოსთვის.
'სანამ ბრძოლაში ვარ, არავისთან არც ერთი კითხვა არ მაქვს და პასუხებსაც არ ველოდები, იმიტომ, რომ ჩვენ ბრძოლა გვაქვს გასაგრძელებელი. დრო ყველაფერს თავად დაალაგებს და თავის სახელს დაარქმევს', - აღნიშნა მან.
დღეს ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრში 'ამომრჩეველთა ლიგის' დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა. ორგანიზაციას, რომელიც ყოფილმა პარლამენტარმა კოკა გუნცაძემ, მსახიობმა ნანა შონიამ და იურისტმა ლევან ჩიკვაიძემ დააფუძნეს, ლევან გაჩეჩილაძე, გიორგი გაჩეჩილაძე, გოგა ხაინდრავა, გია ყარყარაშვილი, ბიძინა გეგიძე, ზაზა პაპუაშვილი, შოთიკო გლურჯიძე, კახა მიქაია, გია სანაძე, გიორგი ასანიშვილი, გიორგი კობახიძე, დათო რურუა, ნანა ფაჟავა და ბასა ფოცხიშვილი შეუერთდნენ. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები