მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ლევან ვეფხვაძე არ გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილი მართლაც გახდეს რომელიმე პარტიის დამფინანსებელი

'ქრისტიან-დემოკრატი' დეპუტატი ლევან ვეფხვაძე არ გამორიცხავს, რომ ცნობილი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი მართლაც გახდეს რომელიმე პოლიტიკური პარტიის დამფინანსებელი, თუმცა ამ პარტიის დასახელება დეპუტატს უჭირს .
როგორც ლევან ვეფხვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ასეთი უკვე არსებული თუ მომავალი პოლიტიკური პარტიის დასახელება ამ ეტაპზე მკითხაობა იქნებოდა.
ზოგადად კი, ლევან ვეფხვაძეს ბიძინა ივანიშვილის პრესამსახურის მიერ გავრცელებულმა განცხადებამ გაახსენა ცნობილი ქართული ანდაზა - 'მულო, შენ გეუბნები და რძალო, შენ გაიგონე'.
'ბიძინა ივანიშვილმა ამ მიმართვით საკუთარი პოზიციების განსაჯაროება მოახდინა, რაც ამ დრომდე ბოლომდე ცნობილი არ იყო, თუმცა მეტ-ნაკლებად ნათელი გახლდათ'-აღნიშნა ვეფხვაძემ. 
ამასთან, დეპუტატი არ არის დარწუმუნებული, რომ 'ქართუ ჯგუფის' პრესამსახურის განცხადება პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე შემოსვლას ნიშნავს. თუმცა, ვეფხვაძეს მნიშვნელოვნად მიაჩნია ის გარემოება, რომ ივანიშვილი პოზიციებს ღიად პირველად აფიქსირებს. 
'ნათელაშვილის აქცია უფრო საბაბი იყო, ვიდრე მიზეზი. ივანიშვილმა აქცია გამოიყენა, რათა სწორედ ეს პოზიცია დაეფიქსირებინა', - განაცხადა ვეფხვაძემ და დასძინა, რომ ივანიშვილი ღიად აკრიტიკებს არსებულ ხელისუფლებას. 
ლევან ვეფხვაძე ამბობოს, რომ პირადა მას ამ ვითარებაში პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის ნამდვილად არ შეშურდებოდა.
'სააკაშვილმა სამი წელი შეალია ივანიშვილის მსგავს ფიგურასთან, ბადრი პატარკაციშვილთან ბრძოლას და ეგონა, რომ ამოისუნთქა და დაისვენა, მაგრამ როგორც ჩანს, ის შეცდომები და გაურკვეველი პოლიტიკა ბიზნესის მიმართ, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლება ახორციელებს, მტრებს ნამდვილად უმრავლებს', - განაცხადა ლევან ვეფხავძემ.
ლევან ვეფხვაძე დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილს სერიოზულად შეუძლია დაარღვიოს ის ბალანსი, რაზეც ივანიშვილი საუბრობს და რა ნაწილშიც მის პოზიციას 'ქრისტიან-დემოკრატებიც' იზიარებენ. თუმცა, ლევან ვეფხვაძე ამ მხრივ ივანიშვილის კრიტიკას, რომ არსებობს ფსევდოოპოზიცია პარლამენტშიც და პარლამენტს გარეთაც, საკუთარ პოლიტიკურ ძალაზე არ იღებს.
'ქართუ ჯგუფის' პრესსამსახურმა 'ლეიბორისტულ პარტიის' საპასუხოდ 14 მაისს განცხადება გაავრცელა. განცხადებაში საუბარია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ აგორებულ პიარკამპანიაზე, ასევე, საუბარია ფსევდოოპოზიციაზე, რომლის არსებობა სამთავრობო გუნდის ხელისუფლებაში ყოფნის სავარაუდო წინაპირობაა. 
განცხადებაში ხაზგასმულია იმის ალბათობაც, თუ ბიძინა ივანიშვილი პირადად არ მოიწადინებს პოლიტიკურ პროცესში ჩართვას, შეუძლია ფინანსური ან სიტყვიერი დახმარება აღმოუჩინოს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ან მთლიანად ოპოზიციას. ეს გარემოება კი სააკაშვილის ხელისუფლების მიერ დამყარებულ ძალთა ბალანსს დაარღვევდა. 'ქართუ ჯგუფში' მიაჩნიათ, რომ 'ლეიბორისტების' ლიდერი შალვა ნათელაშვილი მიხეილ სააკაშვილის პოზიციას ახმოვანებს.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები