მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ლევან ვეფხვაძე - ხელისუფლებას ტრაქტორები აღლუმების ჩასატარებლად სჭირდება

საპარლამენტო ფრაქცია 'ქრისტიან-დემოკრატების' წევრის, ვიცე-სპიკერ ლევან ვეფხვაძის შეფასებით, ხელისუფლებას ტრაქტორები 'აღლუმების ჩასატარებლად' სჭირდება. 
როგორც ლევან ვეფხვაძემ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, 'ქრისტიან-დემოკრატები' 3 და 4 წლის წინაც ამბობდნენ, რომ სოფლის მოსახლეობისთვის ხელისუფლებას, ტრაქტორები შემოეყვანა და წინა სამი წლის ბიუჯეტის დამტკიცების დროს, მუდმივად აყენებდნენ 40 მილიონი ლარის გამოყოფის საკითხს.
'ფულს რომ ტაშფანდურებში ხარჯავდით, მოსახლეობის ნახევარი სოფელში ცხოვრობს და ტაშფანდურის მაგივრად, ეს ფული, ტრაქტორებში უნდა დაგეხარჯათ' , - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლება მოსახლეობაზე მუდმივად უნდა ზრუნავდეს და მხოლოდ არჩევნების წინ, აღლუმების ჩასატარებლად არ უნდა შემოჰყავდეს ტრაქტორები.
'ტრაქტორები გლეხს უნდა მიწაზე და არა ქალაქის ცენტრში, აღლუმების ჩასატარებლად', - დასძინა ლევან ვეფხვაძემ. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები