მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ლევან კალანდაძე: პრემიერი საქართველოს უყურებს, როგორც ერთ დიდ შპს-ს

პრემიერი საქართველოს უყურებს, როგორც ერთ დიდ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, იგივე შპს-ს, - აცხადებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე გაზეთ 'ალიასთვის' მიცემულ ინტერვიუში.

'თუ ჩვენ მივდივართ იქითკენ, რომ სახელმწიფომ ყველაფერში ცხვირი უნდა ჩაყოს, თავად იყოს ეკონომიკის შემკვეთი და შემსრულებელი, ამას დიდი ხანი ქვეყანა ვერ გაუძლებს.პრემიერი საქართველოს უყურებს, როგორც ერთ დიდ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, იგივე შპს-ს. საკუთარი ბიზნესის დონეზე ეს მიდგომა სწორია და შესაძლებელია წარმატებული მოდელიც ჰქონდეს. მაგრამ სახელმწიფო 'შპს' არ არის. სახელმწიფო ფინანსების ამ თვალსაზრისით მართვა არასწორია. პირიქით, ორიენტირი უნდა იყოს, მაქსიმალური თავისუფლება ბიზნესს. მისცა თუ არა ახალმა ხელისუფლებამ ბიზნესს თავისუფლება, ძალიან მალე გამოჩნდება... მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ საგადასახადო კოდექსის ლიბერალიზაცია. მარტო ის, რომ ჯარიმები სალარო აპარატებზე შევამცირეთ 500-დან 200 ლარამდე, ეს არ ნიშნავს ადმინისტრაციული წნეხის შემცირებას. მთავარი საგადასახადო კოდექსში არის ადმინისტრაციული ნაწილის ლიბერალიზაცია. ანუ, ბიზნესისთვის მაქსიმალური თავისუფლების მინიჭება', - განაცხადა კალანდაძემ.

პრესა.GE

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები