მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> 'ლეიბორისტული პარტიას' 'ქართუ ჯგუფის' განცხადებაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება უჭირს

'ლეიბორისტული პარტიას' 'ქართუ ჯგუფის' განცხადებაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება უჭირს . როგორც პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ 'ინტერპრესნიუსს' განუცხადა, ბრალდება იმის შესახებ, რომ შალვა ნათელაშვილი მიხეილ სააკაშვილის მთავრობის ინტერესებს ატარებს, აბსურდული და ალოგიკურია. 
გუგავას თქმით, თუ ვინმეს ოპოზიციის დაფინანსება გადაწყვეტილი აქვს, არ ესმის, 'ლეიბორისტულმა პარტიამ' ხელი როგორ უნდა შეუშალოს. 
'თუ ვინმეს გადაწყვეტილი აქვს ოპოზიციის დაფინანსება, მაგალითად ბატონ ივანიშვილს, ჩვენ ხელი როგორ უნდა შევუშალოთ?! ანგარიშებს დავუყადაღებთ, ბიზნესს დავუყადაღებთ, თუ საქართველოდან გავაძევებთ? აქამდე ვიცით, რომ ივანიშვილი მხოლოდ სააკაშვილს აფინანსებდა. მრავალი გადარიცხვა, მათ შორის 'ქართუ ჯგუფის' მეშვეობით ხორციელდებოდა და ის წელიწადში, დაახლოებით, 150 მილიონს შეადგენდა', - განაცხადა გუგავამ. 
მისი თქმით, 'ლეიბორისტული პარტია' ამის შესახებ დადასტურებულ ინფორმაციას ფლობს, ამიტომ სურთ, ეს თანხები მოხმარდეს არა სააკაშვილის გაძლიერებას, არამედ გაჭირვებულ ადამიანებს. 
'ამირან გულში მღეროდაო, ამ პოზიციიდან თუ რაიმე აქვს გადაწყვეტილი ბატონ ივანიშვილს, ჩვენ ხელს როგორ შევუშლით, ძალიან მაინტერესებს', - აღნიშნა გუგავამ. 
'ქართუ ჯგუფის' პრესსამსახური შალვა ნათელაშვილს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ივანიშვილის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პოზიციის გახმოვანებაში ადანაშაულებს.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები