მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ლიბიაში აშშ-ის საელჩოში ტერაქტი ბენ ლადენის მძღოლმა მოაწყო

„ალ-ქაედას' ერთ-ერთი ბოევიკი, რომელმაც ლიბიაში, ამერიკის საკონსულოზე თავდასხმა მოაწყო, ბენ ლადენის მძღოლი აღმოჩნდა.

ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, ბენღაზიში თავდასხმა, რომელიც ანტიმუსულმანური ფილმის გაპროტესტებისას მოხდა და რომლის დროსაც აშშ-ის ელჩი დაიღუპა, 53 წლის სუფიან ბენ კუმუმ მოაწყო. ის ადრე „ალ-ქაედას' ლიდერის ბენ ლადენის პირადი მძღოლი იყო.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ტერორისტული ორგანიზაციის წარმომადგენელი 2007 წელს კუბაზე მდებარე ამერიკული ციხიდან ლიბიაში იყო ექსტრადირებული მუამარ კადაფის ხელისუფლების კონტროლქვეშ. თუმცა მან გაქცევა მოახერხა და ბენ ლადენთან დაიწყო მუშაობა.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, სუფიან ბენ კუმუს, შესაძლოა, კავშირი ჰქონდეს 11 სექტემბრის ტერაქტებთანაც.

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები