მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ლიბიაში მუამარ კადაფის მხარდამჭერი აქციები მიმდინარეობს

 

ლიბიაში მუამარ კადაფის მხარდამჭერი აქციები მიმდინარეობს. ცნობილია, რომ კადაფის მხარდაჭერის მიზნით ათობით ადამიანი ტრიპოლის ქუჩებში გამოვიდა. პარალელურად ლიბიის ლიდერმა მათთვის სპეციალური აუდიომიმართვა გაგზავნა, რომელშიც ნიკოლა სარკოზის აკრიტიკებდა.

'სარკოზი სამხედრო დამნაშავეა, მან შეურაცხყო ფრანგი ერი და დაანგრია საფრანგეთის კავშირი ლიბიასთან და სხვა მუსულმანურ ქვეყნებთან. ის ფსიქიკურად არანორმალურია. ლიბიის წინააღმდეგ ჯვაროსნული მსვლელობა დაიწყო, რითაც თავისი ქვეყანა უკვე წაგებულ ომში ჩართო', - განაცხადა პოლკოვნიკმა აუდიომიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ არეულობა ლიბიაში რამდენიმე თვეა გრძელდება, თუმცა პოსტის დატოვებას კადაფი ამ დრომდე არ აპირებს.

ჯეონიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები