მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ლიბიაში ნავთობსაბადო იწვის

ლიბიის ოპოზიცია ქალაქ მისრატში მდებარე ნავთობსაბადოზე ხანძრის ჩაქრობას ცდილობს .
'როიტერის' ინფორმაციით, საბადო მას შემდეგ აალდა, რაც ის მუამარ კადაფის არმიის ავიაციამ დაბომბა. ამბოხებულთა წარმომადგენლის, ახმედ ჰასანის განცხადებით, მთლიანად განადგურებულია ოთხი სანავთობო რეზერვუარი, დანარჩენ ოთხსაც ამ დრომდე ცეცხლი უკიდია. 'საჭირო ინვენტარის უქონლობის გამო ხანძრის ლიკვიდირებას ვერ ვახერხებთ', - განაცხადა ჰასანმა. 
ამბოხებულების კონტროლქვეშ მყოფ ქალაქ მისრატში მარტიდან შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს. კადაფის ძალებს ქალაქი ალყაში აქვთ მოქცეული. 
ლიბიაში მასობრივი არეულობა უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება. მუამარ კადაფის გადადგომის მოთხოვნით ქუჩაში გამოსულ მოსახლეობას მხარს დასავლური კოალიცია უჭერს. კოალიციური ძალები კადაფის პოზიციებს რამდენიმე კვირაა ბომბავენ. სამხედრო ოპერაციას ნატო ხელმძღვანელობს.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები