მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ლიტერატურის მუზეუმს 10 000-ზე მეტი წიგნი გადასცეს

ცნობილმა ბიბლიოგრაფმა დამიანე ალანიამ საქართველოს ლიტერატურის მუზეუმს საჩუქრად 10 000-ზე მეტი წიგნი გადასცა . ამ ფაქტთან დაკავშირებით, მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე დღეს პრესკონფერენციას გამართავს.
როგორც 'ინტეპრესნიუსს' ლაშა ბაქრაძემ განუცხადა, დამიანე ალანიას მიერ გადაცემულ წიგნებში ბევრი უნიკალური გამოცემაა, რომელიც საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაშიც კი არ ინახება.
'მისასალმებელი და დასაფასებელი ნაბიჯი გადადგა ცნობილმა ბიბლიოგრაფმა. წიგნები ჩვენს ფონდში დაიდებს ბინას და ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება მათი წაკითხვა. მოვუწოდებ ყველა ბიბლიოგრაფს, რომელსაც არ აქვს წიგნების შენახვის სათანადო პირობები, გადმოგვცეს წიგნები და ჩვენ მათ შესაფერისად მოვუვლით', - აღნიშნა ლიტერატურის მუზეუმის დირექტორმა.

'ინტერპრესნიუსი'

შ.კ.

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები