მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ლორდი, რომელმაც ობამას დაჭერისათვის ჯილდო გამოაცხადა, დასაჯეს

ბრიტანელმა ლეიბორისტებმა პაკისტანელი წარმოშობის ლორდს, ნაზირ ახმედს პარტიის წევრობა შეუჩერეს იმის გამო, რომ ის 10 მილიონი ფუნტის ოდენობის ჯილდოს დაჰპირდა ადამიანს, ვინც ბარაკ ობამას და ჯორჯ ბუშ-უმცროსს დაიჭერდა. ახმედს პარტიის წევრობა გამოძიების დასრულებამდე შეუჩერდა - იუწყება სააგენტო „France-Presse'.

ახმედის განცხადების შესახებ 15 აპრილს პაკისტანურმა გაზეთმა „The Express Tribune'-მა დაწერა. გამოცემის მონაცემებით, ლორდმა განცხადება 13 აპრილს, პაკისტანში მის საპატივცემულოდ მოწყობილ მიღებაზე გააკეთა.

ახმედის განცხადება პასუხი იყო აშშ-ის მიმართ, სადაც პაკისტანური ისლამისტური დაჯგუფების „ლაშკარ-ი- ტაიბას' ერთ-ერთი დამფუძნებლის მოჰამედ საიდის დაჭერაზე დააწესეს ჯილდო. საიდი ეჭვმიტანილია 2008 წელს მუმბაიში განხოეციელებულ ტერაქტებში, რომელთა დროსაც 166 ადამიანი დაიღუპა.

„თუ აშშ-ს შეუძლია 10 მილიონი ფუნტი ჯილდო დააწესოს ხაზიფ საიდის დაკავების გამო, მე შემიძლია 10 მილიონი დავაწესო ობამასა და ბუშის დაჭერისთვის' - ციტირებს პაკისტანური გაზეთი ლორდის სიტყვებს. თუმცა, თავად ახმედის თქმით, მან მხოლოდ ის განაცხადა, რომ ბუში და ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი  ტონი ბლერი ერაყში ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისთვის პასუხისგებაში უნდა მიეცნენ.

53 წლის ნაზირ ახმედი, დიდი ბრიტანეთის ისტორიაში, 1998 წელს ლორდთა პალატის პირველი მუსულმანი წევრი გახდა.

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები