მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ლუკაშენკომ რეპრესიები დაიწყო: ორი ჟურნალისტი უკვე დაკავებულია

 

ე.წ. პლუშის დესანტთან დაკავშირებით ალექსანდრე ლუკაშენკომ რეპრესიები დაიწყო. შვედეთიდან ბელორუსის ტერიტორიაზე შემოფრენილი თვითმფრინავიდან პლუშის დათუნიების გადმოყრა, რომლებზეც ადამიანის უფლებების დასაცავად მოწოდებები იყო გაკეთებული, ძვირად დაუჯდა ორ ჟურნალისტს, რომლებმაც ამ დათუნიებთან ფოტოები გადაიღეს.

იულია დოროშკევიჩი და ირინა კოზლიკი, რომლებიც „კომსომოლსკაია პრავდა ბელორუსში' და გაზეთ „ჩვენი ნივას' ფოტოკორესპონდენტები არიან, არასანქცირებულ ფლეშმობში დაადანაშაულეს.

ჟურნალისტები გასამართლების მოლოდინში მინსკის საბჭოთა რაინის პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილები.

შეაგხსენებთ, ბელორუსში შვედურმა კომპანიამ მოაწყო აქცია, რომლის ფარგლებშიც, თვითმფრინავით ბელორუსის ტერიტორიაზე შეფრინდნენ და პლუშის დათუნიები ჩამოყარეს. ლუკაშენკოს მთავრობა ამტკიცებდა, რომ ასეთი რამ არ მომხდარა, თუმცა მოგვიანებით იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ უცხო თვითმფრინავი ისე შეიჭრა ქვეყნის საჰაერო სივრცეში, რომ არც მესაზღვრეებს და არც საჰაერო ძალებსა და თავდაცვის სისტემებს არაფერი გაუგიათ.

ამის გამო ლუკაშენკომ თანამდებობიდან უკვე დაითხოვა სახელმიფო საზღვრის დაცვის კომიტეტისა და ანტისაჰაერო თავდაცვის ძალების მეთაურები. ამასთან, შვედეთისგან ითხოვს, ბელორუსში თავისი ფეხით ჩავიდნენ ის ადამიანები, რომლებიც აღნიშნულ აქციაში მონაწილეობდნენ.

Internet.ge

 

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები