მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ლუკაშენკომ სამხედროებს „არაბული გაზაფხულისთვის“ მზადყოფნისკენ მოუწოდა

ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ქვეყნის სამხედრო და სასაზღვრო უსაფრთხოების გაძლიერებაზე ისაუბრა, რადგან შიშობს, რომ ბელორუსში შესაძლოა, არაბული ქვეყნების მსგავსი რევოლუციების სცენარი განვითარდეს.

ლუკაშენკომ განაცხადა, რომ გლობალიზაციის პირობებში, გეოგრაფიული საზღვრების მიუხედავად, ნებისმიერი ნეგატიური ტენდენცია სწრაფად ვრცელდება.

„ამის მაგალითია ახლო აღმოსავლეთი, სირია, ირანი და მასზე ზეწოლა' - განაცხადა ლუკაშენკომ შეიარაღებული ძალების პრობლემებთან დაკავშირებული თათბირისას.

მან თავდაცვის მინისტრს არმიის მდგომარეობის შესახებ მოხსენების მომზადება დაავალა, რადგან როგორც თავად განაცხადა, „ვხედავთ „არაბულ გაზაფხულთან' დაკავშირებულ სიტუაციას, სირიაშიც წამიერად იცვლება ვითარება და არმია მზად უნდა იყოს ამ სიტუაციისთვის, - თუ, ღმერთმა არ ქნას და ასეთი რამ მოხდება,' - ციტირებს ლუკაშენკოს „ინტერფაქსი'.

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები