მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მაგდა პოპიაშვილი: ოხ გიგი, შენი თავი დამაჭერინა რააა”

კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისთვის' ერთ-ერთ დამფუძნებელს მაგდა პოპიაშვილს თოვლის გამო ქუჩებში შექმნილი სიტუაციის გამო, თბილისის მერის გიგი უგულავას დაჭერის სურვილი აქვს.

„თბილისის საკრებულოს წევრები ხართ აქ რომელიმე? ერთი მაგ მერ უგულავას გაახსენეთ, რომ ამ ქალაქში ხელისუფლებას ჯერ ისევ ეგ წარმოადგენს და მორჩეს ამ საბოტაჟებს. დაყაროს მარილი ქალაქში!!! თუ არადა, ამომიყვანეთ აქ, ცხვირი უნდა ჩავაყოფინო ამ ყინულებში! ჩავრჩი სახლშიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი' - წერს პოპიაშვილი 'ფეისბუქის' საჯარო სტატუსად და ამატებს - 'მთელი ქალაქი ამ დღეშია, როგორც ვატყობ. ოხ, გიგი, შენი თავი დამაჭერინა რააა'.

შეგახსენებთ, რომ ორი კვირის წინ, მაგდა პოპიაშვილის მეუღლე - არასამთავრობო ორგანიზაცია „არჩევნის თავისუფლებისთვის' და კამპანია „ეს შენ გეხებას' წევრი ირაკლი მელაშვილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის თანაშემწედ დაინიშნა. 

news.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები