მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მაია მიმინოშვილი: ერთიანი ეროვნული გამოცდები ძველი წესით ჩატარდება

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდები ძველი წესით ჩატარდება.

ამის შესახებ განცხადება, მიმინოშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მისი თქმით, მოსწავლეებს ახალ მოდელს სთავაზობენ, რომლის მიხედვით, აბიტურიენტები, რვიდან ოთხი გამოცდის ჩაბარებას შემოდგომაზე შეძლებენ, დარჩენილ ოთხ გამოცდას კი, მაისში ჩააბარებენ.

„მე-12 კლასელები წელს გამოცდებს ჩააბარებენ სკოლებში და ამ გამოცდებს თავად სკოლა და დირექცია უზურუნველყოფს. 2013 წლის სექტემბრიდან კი, მათ ვთავაზობთ, რომ 4 საგანი ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და გეოფრაფია შემოდგომაზე ჩააბარონ, იმ შემთხვევაში კი, თუ ბარიერს ვერ გადალახავენ განმეორებით გამოცდებზე გასვლა მაისშიც შეეძლებათ. მაისში კი, მოსწავლეებს დარჩენილი ოთხი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ',- განაცხადა მიმინოშვილმა.

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები