მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მაია მიმინოშვილი: მომავალ წელს აბიტურიენტები კვლავ ეროვნულ გამოცდებს ჩააბარებენ

განათლების სისტემის რეორგანიზაცია იგეგმება. ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელობის კანდიდატის, მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, განათლების უწყებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოეყოფა.

მიმინოშვილის განცხადებით, სავარაუდოდ, მომავალ წელს აბიტურიენტებს საუნივერსიტეტო გამოცდების ჩაბარება მოუწევთ, რადგან მისაღები გამოცდების 8+1 ფორმატით ჩატარება მისთვის მიუღებელია. 

მიმინოშვილი გამოცდების ეროვნულ ცენტრში იმ 60 ადამიანთან ერთად დაბრუნდება, რომლებმაც სამსახური მიმინოშვილის წამოსვლის გამო დატოვეს.

„შეფასებისა და გამოცდების ცენტრი გავხდებით და ისევ ძველ სახელს დავიბრუნებთ. მე და ჩემი გუნდი ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მხარში ამოვუდგეთ განათლების მინისტრს და დავეხმაროთ ეფექტურად წარმართოს შემდგომი ნაბიჯები',- განაცხადა მიმინოშვილმა.

internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები