მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მაია ფანჯიკიძე აშშ-ში გაემგზავრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე აშშ-ში გაემგზავრა .
როგორც ფანჯიკიძემ გამგზავრებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, შეერთებულ შტატებში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს, კონგრესმენებს, სენატორებსა და საქართველოს საკითხზე მომუშავე ექსპერტებს შეხვდება. 
'ესაა ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, რადგან ახალი მთავრობის წარმომადგენელი პირველად ჩადის ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან. გარდა ქალბატონი ჰილარი კლინტონისა, შევხვდები კონგრესმენებს, სენატორებს, ექსპერტებს, რომლებიც საქართველოზე მუშაობენ, ასევე მექნება ინტერვიუები ადგილობრივ მედიასთან. აქედან გამომდინარე, რასაკვირველია, ძალიან დიდია ამ ვიზიტის მნიშვნელობა', - განმარტა ფანჯიკიძემ.
აღსანიშნავია, რომ ნოემბრის ბოლოს აშშ-ში ვიზიტს გეგმავდა პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, თუმცა მან გამგზავრება იანვრის დასაწყისამდე გადადო, რის მიზეზად ის გარემოება დაასახელა, რომ გარდამავალ პერიოდში საქართველოდან მისი, თუნდაც რამდენიმე დღით, გასვლა ქვეყნის განვითარებას დააზარალებს.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები