მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მაია ფანჯიკიძე თავის პოლონელ კოლეგას რადოსლავ სიკორსკის შეხვდა

პოლონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე თავის პოლონელ კოლეგას რადოსლავ სიკორსკის შეხვდა.

მხარეებმა საქართველოსა და პოლონეთს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი განიხილეს, ისაუბრეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე და აღნიშნული კუთხით საქართველოს უცვლელ კურსზე და პროცესების შეუქცევადობაზე. 
საქართველოსა და პოოლონეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა ასევე განიხილეს საქართველოში მიმდინარე პროცესები და ყურადღება დაუთმეს საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს.
„საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც პატივს ვცემთ და რომლის მომავალიც ევროპასთან უფრო მეტ დაახლოებას გულისხმობს. საქართველო შთაბეჭდილებას ახდენს ჩვენზე თავისი ცვლილებების დინამიურობით პოლიტიკისა და ეკონომიკაში. პოლონელი პოლიტიკოსები ხშირად სტუმრობენ საქართველოს, რადგანაც ამ ქვეყანაში მოდერნიზაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. აღმოსავლეთ პარტნიორობის კუთხით საქართველო უმნიშვნელოვანესი როლს თამაშობს და ვილნიუსის სამიტამდე ვფიქრობ საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდება ევროპულ კავშირს',- განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ.
თავის მხრივ, მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ პოლონეთი გახლავთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი ინიციატორი ქვეყანა და ამ ქვეყანაში დიდია საქართველოსადმი ინტერესი. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, პოლონეთს დიდი ღვაწლი აქვს საქართველოს განვითარებაში და სასიხარულოა, რომ ეს ქვეყანა ყოველთვის მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.
პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში მაია ფანჯიკიძემ ასევე შეხვედრები გამართა პოლონეთის სენატის თავმჯდომარესთან და პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერთან.

 'ჯი-ეიჩ-ენი' 

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები