მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მაია ფანჯიკიძე: ჰილარი კლინტონის ვიზიტი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა

ივანიშვილის პრესსიკერის, მაია ფანჯიკიძის შეფასებით, საქართველოში ჰილარი კლინტონის ვიზიტი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მოვლენას წარმოადგენს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფანჯიკიძემ განაცხადა, ჯერჯერობით არ არის ცნობილი რა ფორმატში და სად მოხდება, აშშ-ს სახელმწიფო მდივნისა და ივანიშვილის შეხვედრა.

„არსებობს სურვილი და დაინტერესება, რომ ივანიშვილი და კოალიციის წევრები ჰილარი კლინტონს შეხვდნენ. ამასთან დაკავშირებით ჩვენ აშშ საელჩოს წერილიც გავუგზავნეთ. თუმცა ამ დრომდე უცნობია რა ფორმატში და სად გაიმართება შეხვედრა',- განაცხადა ფანჯიკიძემ.

პრესსპიკერის თქმით, მათ საელჩოდან მიიღეს მიპატიჟების წერილი, სადაც კლინტონი ოპოზიციის წარმომადგენლებს ერთად შეხვდება.

„დღის ბოლომდე გახდება ცნობილი თუ სად და როდის შეხვდება ივანიშვილი კლინტონს',- დასძინა ფანჯიკიძემ.

internet.ge 

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები