მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მაია ფანჯიკიძის მოსმენა სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა

ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის მოსმენა სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
სხდომაზე ხმაური მაია ფანჯიკიძის განცხადების შემდეგ დაიწყო, როცა ოპოზიციის ერთ-ერთმა  ლიდერის გიორგი ბარამიძემ  უკმაყოფილება გამოთქვა. გიორგი ბარამიძისთვის მიუღებელი აღმოჩნდა მინისტრობის კანდიდატის ის შეფასება , რომლის მიხედვითაც, საქართველო რუსეთთან ძალიან ბევრ დათმობაზე წავიდა, რის სანაცვლოდაც პროპორციული შედეგი არ მიუღია. 
'ძალიან ბევრ დათმობაზე წავედით რუსეთთან, თუმცა საინტერესოა, რა მივიღეთ ამის სანაცვლოდ. მას აქვს უკვე უვიზო მიმოსვლა, ბიზნესის კეთებისთვის იდეალური პირობები და ფლობს ყველა სტრატეგიულ ობიექტებს. ვფიქრობ, რომ მიღებული შედეგი არაპროპორციულია იმისა, რაც რუსეთთან დავთმეთ', - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
ასეთ შეფასებას არ დაეთანხმა გიორგი ბარამიძე და აღნიშნა, რომ საქართველომ მიიღო ყველაზე მთავარი და ესაა ბევრი ტურისტი და ინვესტიცია. 
ბარამიძის ეს განცხადება მიუღებელი აღმოჩნდა საპარლამენტო უმრავლესობის დანარჩენი წევრებისთვისაც, რასაც ცხარე დებატები მოჰყვა. 
ამასთან, გიორგი ბარამიძემ ლევან ბერძენიშვილის მისამართით თქვა, რომ რეალურად ხალხმა არა ის, არამედ ბიძინა ივანიშვილი აირჩია.
'თქვენ თუ გგონიათ,  რომ ვინმემ თქვენ მოგცათ ხმა,  ძალიან ცდებით, ხალხმა მხარი სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილს დაუჭირა', - მიმართა ბარამიძემ ბერძენიშვილს. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები