მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მაიკლ ფელპსმა მედლების რაოდენობით რეკორდი მოხსნა

ამერიკელმა მოცურავემ მაიკლ ფელიპსმა მე-19 ოლიმპიური მედალი მოიგო და ამით მსოფლიო რეკორდი დაამყარა. გუშინ მან 200 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში ოქროს მედალი მოიპოვა.

აქამდე ოლიმპიური მედლების რაოდენობის მხრივ პირველ ადგილს საბჭოთა ტანმოვარჯიშე ლარისა ლატინინა იკავებდა. მან 1956, 1960 და 1964 წლების თამაშებზე 9 ოქრო, 5 ვერცხლი და 4 ბრინჯაო - სულ 18 მედალი - დაიმსახურა. ეს რეკორდი 48 წლის განმავლობაში მიუწვდომელი იყო.

ამერიკელმა სპორტსმენმა თავისი მე-18 და მე-19 მედლები ლონდონის ოლიმპიადაზე მოიპოვა. 27 წლის მოცურავის აქტივში 15 ოქროს, 2 ვერცხლისა და ამდენივე ბრინჯაოს მედალია. მიმდინარე ოლიმპიადაზე ფელიპსს კიდევ სამ დისტანციაზე მოუწევს გამოსვლა: 100 მეტრზე ბრასით ცურვა, 200 მეტრზე კომპლექსური ცურვა და ესტაფეტა 4X100 მეტრზე.

Internet.ge

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები