მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მაკფოლი: „საქართველო დღეს უფრო უსაფრთხოა“

საქართველოს ტერიტორიის ნაწილი რუსეთის მიერ ამ დრომდე ოკუპირებული რჩება და, ვითარების დასარეგულირებლად, უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო – განაცხადა მაიკ მაკფოლმა პეტერსონის ინსტიტუტში, საერთაშორისო ეკონომიკურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს.

პრეზიდენტ ბარაკ ობამას მრჩეველმა ევრაზიის საკითხებში საკუთარი გამოსვლის დიდი ნაწილი სწორედ საქართველოს თემას დაუთმო.

მაკფოლმა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი შეგრენულად ამბობს უარს რუსეთ–საქართველოს დავაში შუამავლის როლი იკისროს, რადგან ამ საკითხის პოლიტიზირება არ სურს, თუმცა მან რუსეთს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ საქართველოზე ზეწოლის მოხდენას არ აპირებს.

„ვფიქრობთ, რომ საქართველო დღეს უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ეს ორი წლის წინ იყო. ჩვენ აქტიურად ვიყავით ჩართულები ამ პროცესში, როგორც თბილისში, ასევე მოსკოვში იმისათვის, რომ რეგიონი უფრო უსაფრთხო გამხდარიყო. თუმცა სიტუაცია ამ დრომდე არასტაბილურია. რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი და ამიტომ ვფიქრობთ, რომ ვითარების გასაუმჯობესებლად უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო.

'ჩვენ კატეგორიულად ვეუბნებით რუსეთს ხელისუფლებას, რომ არ ჰქონდეთ იმის მოლოდინი, რომ ქართველებს შევავიწროვებთ.

'არის კიდევ ერთი ფუნდამენტური საკითხი, რომელზეც საქართველოს და რუსეთს დავა აქვთ - ეს არის საზღვარი. საქართველოში მიიჩნევენ, რომ ეს არის მათი და რუსეთის საზღვარი, მოსკოვში კი თვლიან, რომ ეს მათი და დამოუკიდებელი სახელმწიფოს - აფხაზეთის - საზღვარია.

'მსოფლიოს უმეტესი ნაწილი ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს პოზიციას იზიარებს, ჩვენ კი ვაღიარებთ რომ ეს საქართველოს და არა აფხაზეთის საზღვარია,“ - განაცხადა მაკფოლმა. 

onlinenews.ge

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები