მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მამუკა ახვლედიანი: საგამოძიებო ორგანოების მიზანია გიგი უგულავა თბილისის თვითმმართველობას ჩამოაშორონ

,,საგამოძიებო ორგანოების მიზანია გიგი უგულავა თბილისის თვითმმართველობას ჩამოაშორონ', -განაცხადა საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა ახვლედიანმა გიგი უგულავას საქმის კომენტირებისას.

,,ცალსახაა, რომ საგამოძიებო ორგანოებს ოთხთვიანი რუტინული შრომის შემდეგ სურთ მიაღწიონ თავის მიზანს, რომ თბილისის მერი ქალაქ თბილის თვითმმართველობას ჩამოაშორონ და ამით მოხდინონ საკრებულოში ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის' რღვევა და მოიპოვონ უმრავლესობა. მინდა ფრაქციის სახელით განვაცხადო, რომ ეს არ მოხდება'_განაცხადა მამუკა ახვლედინმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 25 თებერვალს, თბილისი საქალქო სასამართლო გიგი უგულავას აღმკვეთ ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. სასამართლოს უკვე მიმართა მთავარმა პროკურატურამ, რომელიც გიგი უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით 1 მილიონ ლარის გირაოს შუამდგომლობას ითხოვს.პროკურატურა შუამდგომლობაში ასევე მოითხოვს, რომ გიგი უგულავას შეუჩერდეს უფლებამოსილება, აეკრძალოს ქვეყნის ტერიტორიიდან გასვლა და საგამოძიებო ორგანოში კვირაში ერთხელ უნდა გამოცხადდეს.

'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები