მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მანანა კობახიძე: გიგი უგულავა თავის უფლებამოსილების განხორციელებას უნდა ჩამოცილდეს

,,გიგი უგულავა თავის უფლებამოსილების განხორციელებას უნდა ჩამოცილდეს', _განაცხადა ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ გიგი უგულავას საქმის კომენტირებისას.

,,პროკურატურამ გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით შუამდგომლობა დააყენა, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს. მიმაჩნია, ასეთ შემთხვევაში როცა გიგი უგულავას ასეთი სერიოზულ ბრალდება აქვს წაყენებული, მითუმეტეს, ბიუჯეტის თანხების მითვისებაზეა საუბარი, თუ არამიზნობრივ ხარჯვაზე, გაფლანგვაზე და უფლებამოსილების არასწორ გამოყენებაზე, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში უფელაბამოსილების განხორციელბას უნდა ჩამოცილდეს საჯარო მოხელე_მერი, მიუხედავად იმისა, რომ არჩეულია. მიმაჩნია, ვიდრე საბოლოო სიტყვას სასამართლო არ იტყვის და განაჩენი არ დადგინდება მისი დანაშაულის რეალობისა, თუ უდანაშაულობაზე, ის უფლებამოსილებას უნდა ჩამოშორდეს', _განაცხადა ჟურნალისტებთან მანანა კობახიძემ.

'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები