მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მანანა კობახიძე - საქართველოში აღიარებითი ჩვენებები ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლით მოიპოვება

საზოგადოებრივი დამცველის მანანა კობახიძის განცხადებით, საქართველოში აღიარებითი ჩვენებები ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლით მოიპოვება. 
როგორც 'ინტერპრესნიუსს' მანანა კობახიძემ განუცხადა, ისეთ გახმაურებულ საქმეებში, როგორიც იგივე ფოტორეპორტიორების საქმეა, ძირითადად ფსიქოლოგიურ ზეწოლასთან გვაქვს საქმე. 
'ზოგადად, როგორ მოიპოვება და როგორ ხდება ჩვენებები, ეს ადვოკატებმა ყველაზე კარგად ვიცით - ფსიქოლოგიური ზეწოლით, მუქარით, ოჯახის წევრებზე დამუქრებით. ასეთი მეთოდები ხშირად გამოიყენება და ამის მოწმეები და დამსწრეები ხშირად ვართ', - განაცხადა მანანა კობახიძემ.
მისივე განმარტებით, საქართველოში ახალი საპროცესო კოდექსით აღიარებითი ჩვენების გარდა, კიდევ ერთი მტკიცებულებაა საკმარისი, რომ სასამართლომ პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი მიიღოს და დანაშაული დადასტურებულად მიიჩნიოს.
ძველი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით კი უფრო მეტი მტკიცებულებები იყო საჭირო. 
დღეს გიორგი აბდალაძის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ დაკავებულმა ფოტორეპორტიორმა აღიარებითი ჩვენება მისცა. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები