მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მანჯგალაძე: საზღვრის დემარკაციასთან დაკავშირებული საკითხი მეგობრულ გარემოში მოგვარდება

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით, ყველა საკითხი, რომელიც საზღვრის დემარკაციასთან არის დაკავშირებული, აზერბაიჯანელ მეგობრებთან, მშვიდ, კოლეგიალურ, მეგობრულ ატმოსფეროსა და გარემოში მოგვარდება.

ამის შესახებ განცხადება, მანჯგალაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე გააკეთა.

მისი თქმით, პრეზიდენტის დავალებით, 20 მაისს, აზერბაიჯანისა და საქართველოს სასაზღვრო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრა გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ

ყველა მომლოცველსა და ვიზიტორს ექნება სამონასტრო კომპლექსში შესვლის საშუალება. 

„ჩიკაგოს სამიტის ფარგლებში საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა გაიმართა. განხილული იყო ორმხრივი ურთიერთობები, თუმცა საუბრის ძირითადი დრო დავით გარეჯთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებს დაეთმო. 20 მაისს კი, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საკითხის სრულ მოგვარებამდე ყველას, როგორც სასულიერო პირებს, ასევე მომლოცველებსა და ვიზიტორებს, საშუალება ექნებათ, მოილოცონ დავით გარეჯის კომპლექსის ის ნაწილი, რომელთან დაკავშირებითაც გარკვეული სახის პრობლემები წარმოიქმნა',- განაცხადა მანჯგალაძემ.

Internet.ge

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები