მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მაჟორიტარულ ოლქებში 'ქართული ოცნება' და „ნაციონალური მოძრაობა“ ხმებს პროპორციულად ინაწილებენ

ცესკოს უახლესი მონაცემებით, 26 მაჟორიტარულ ოლქში 'ქართული ოცნება' ლიდერობს. 25- ში კი მმართველი პარტია.

არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია 50 მაჟორიტარული ოლქიდან - 7 თბილისიდან და 43 რეგიონებიდან.

გთავაზობთ ცესკო-ს უახლეს შედეგებს: მთაწმინდის რაიონში კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაზა პაპუაშვილმა 67,2 %. მიიღო, 'ნაციონალური მოძრაობის' კანდიდატმა არჩილ გეგენავამ კი 31,74 % .

ვაკის რაიონში 'ქართული ოცნების' მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ შალვა შავგულიძეს ხმა ამომრჩეველთა 71,21 %-მა მისცა, 'ნაციონალური მოძრაობის' კანდიდატ გიორგი კარბელაშვილს კი 23,62%.

საბურთალოს რაიონში 'ქართული ოცნების' კანდიდატი დავით უსუფაშვილი - 68,71 % . ნაციონალური მოძრაობის' კანდიდატი ანდრია ურუშაძე - 21,96 %, გლდანში - 'ქართული ოცნების' კანდიდატი იოსებ ჯაჭვლიანი 68,46 % , 'ნაციონალური მოძრაობიდან' - ნიკოლოზ ხაჩირაშვილი - 27,02 % .ნაძალადევის რაიონში კოალიციიდან თეა წულუკიანი 82,94 % . „ნაციონალური მოძრაობის' კანდიდატი მერაბ სამადაშვილი - 14,19 % .

ცესკოს პირველადი მონაცემები ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია კრწანისის, ისნის, სამგორის, ჩუღურეთისა და დიდუბის რაიონებიდან.

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები