მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მართლმადიდებელი ეკლესია დღეს იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულს აღნიშნავს

 

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელი მშობლებს - ზაქარიასა და ელისაბედს გვიან ასაკში გაუჩნდათ. ის ღვითსმშობლის შორეული ნათესავი იყო.

იესო ქრისტეს დაბადების შემდეგ ებრაელთა მეფე ჰეროდემ ბრძანა, ბეთლემში ორ წლამდე ასაკის ყველა ყრმა ამოეწყვიტათ. ამის გამო ელისაბედი შვილთან ერთად უდაბნოში გაიხიზნა. იოანე უდაბნოში გაიზარდა და სწორედ იქ დაიწყო თავისი მოღვაწეობა. იესო ქრისტეს გამოჩენამდე იგი ხალხს სინანულისკენ მოუწოდებდა და იორდანეს წყალში ნათლავდა.

სწორედ იოანე ნათლისმცემლისგან მოინათლა უფალი იესო ქრისტეც. იოანე აქტიურად ამხელდა უზნეო მეფე ჰეროდეს, რომლის ბრძანებითაც მას თავი მოჰკვეთეს.

იოანე ნათლისმცემლის შობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ეკლესია-მონასტრებში საზეიმო წირვა აღევნილება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საზეიმო წირვას ავჭალის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში აღავლენს.

ჯეონიუსი

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები