|
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოველთა წმიდათა კვირიაკეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება . როგორც 'ინტერპრესნიუსს' საპატრიარქოდან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II საღმრთო ლიტურგიას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს. დღესვე პეტრ-პავლობის მარხვის აღება მოხდება. მარხვა 20 ივნისს დაიწყება და 12 ივლისს, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე დასრულდება. ქრისტეს მოწაფეთა - მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მიაგებს. მათ თავმოციქულები ეწოდებათ.
ინტერპრესნიუსი
ე.შ
|
|
მსგავსი თემები
|
|
|
|