მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება. 

მოციქულთა სწორთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წმ. ნინოა. 12 წლის ასაკში მასზე უდიდესი ღვთის მადლი გადმოვიდა, დედაღვთისმშობელმა მას თავისი წილხვდომილი ქვეყნის განმანათლებლობა დააკისრა.

IV საუკუნის  დასაწყისში კვართის ადგილის მოსანახულებლად და იბერიის გასაქრისტიანებლად წმინდა ნინო საქართველოში ჩამოვიდა.

ამ დროს იბერიის მეფე იყო მირიანი, ხოლო დედოფალი - ნანა. წმინდა ნინომ მოძებნა ადგილი, სადაც კვართი იყო ჩამარხული და მის ადგილას მეფე მირიანმა 12 მოციქულის სახელზე სვეტიცხოვლის ტაძარი ააშენა. წმინდა ნინოს მოღვაწეობის შედეგად იბერიაში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.

ნინოობას მართმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ - 27 იანვარს, წმინდა ნინოს გარდაცვალების დღეს და 1 ივნისს, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს. 

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები