მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მასობრივი დაკითხვები. უნდა ველოდთო თუ არა დაპატიმრებებს?

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი დაკითხვაზე დაიბარეს, ნიკა გვარამიას გარდა, რომელიც წარსულში იუსტიციისა და განათლების მინისტრის იყო, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ალექსანრდე ხეთაგური და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა დამენიაც დაიბარეს, ისინი ფინანასთა სამინისტროს საგამოძიები დეპარტამენტში უკვე მივიდნენ, ჯერ-ჯერობით არ ხმაურდება თემა, რომლის ირგვლივაც გამოძიებას კითხვები აქვს ყოფილ მაღალჩინოსნებთან.

თითქმის ერთი საათია მოწმის სახით იკითხება რუსათვის 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, სავარაუდოდ დაკითხვის მიზეზი არ უნდა იყოს მისი ამჟამინდელი თანამდებობა, რადგან მასთან ერთად დაკითხვაზე იმყოფებიან ენერგეტიკისა და ეკონომიკის ყოფილი მინსიტრები, კახა დამენია იმ პერიოდში იყო ეკონომიკის ინსიტრსი მოადგილე როცა სამინისტროს გიორგი არველაძე ხელმძღვანელობდა. ასევე დაკითხვაზე იმყიოფება თელასის მოქმედი გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი, მათ შესვლამდე მცირე კომენტარები გააკეთეს, თმცა ამთთვისაც უცნობია, რა თემის ირგვლივ მოუწევთ მათ კითხვებზე პასუხის გაცცემა,

,,წარმოდგენა არ მაქვს, მოწმის სახით ვარ, გუშინ შემატყობინეს, ვიკითხე, რასთან დაკავშირებით და პასუხი არ მაქვს, მითხრეს რომ ტელეფონით ვერ მეტყვიან. ვერაფერზე ევრ მექნება ეჭვი შევალ და გავიგებ, მოწმის სახით ვარ დაბარებული და მე დასამალი არაფერი არ ამქვს''-განაცხადა ნიკა გვარამიამ,

კახა დამენიას განცხადებით ის ასევე მოწმის სახით არის დაბარებული, ,,გუშინ დამირეკეს, დამიბარეს და მოვედი, არ ვიცი რას ეხება, 2008 წლის იანვარში წამოვედი მე სამინისტროდან და მას მერე კერძო სექტორში ვარ და მართალი გითხრათ არ ვიცი რა ხდება''-აცხადებს დამენია

ფინანსთა სამინისტროს არ გაუკეთებია განცხადება თუ რა მიზეზით არიან დაბარებული მაღალჩნოსნები დაკითხვაზე, თუმცა კატეგორიულად გამორიცხავენ, რომ ეს ხეთაგურის ფინანსთა მინისტრობის დროს რიგი მედიასაშუალებებისთვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას შეეხება. ფინანსთა სამინისტეროს საგამოძებო სამსახურში აცხადებენ, რომ დაკითხვაზე დაბარება მათ ახლანდელ საქმიანობას არ უკავშირდება. საუბარია წარსულზე და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ნიუპოსტი

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები