მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მაშველები სტიქიური უბედურების დროს დაკარგული ვარა ფოფხაძის ძებნას განაგრძობენ

სტიქიური უბედურების დროს დაკარგული ვარა ფოფხაძის ძებნას მაშველები დღესაც განაგრძობენ. 
როგორც 'ინტერპრესნიუსს' შიდა ქართლის რეგიონული სამაშველო სამსახურის უფროსმა, დავით ჭანტურიამ განუცხადა, დილიდან სამაშველო სამსახურის ჯგუფები მდინარე რიკოთულას კალაპოტს 4 კილომეტრის სიგრძეზე შეამოწმებენ. სამძებრო სამუშაოებს წყალქვეშ აკვალანგებიც ჩაატარებენ.
მისივე ინფორმაციით, დღესვე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები რიკოთზე ღვარცოფისა და მეწყერისგან მიწაში ჩამარხული ობიექტებისა და სანიტარული კვანძების ტერიტორიაზე გათხრებსაც დაიწყებენ.
18 ივნისს, რიკოთის უღელტეხილზე ჩამოწოლილმა მეწყერმა და ღვარცოფმა 6 ადამიანი იმსხვერპლა. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები