მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მაჭავარიანი: დროა ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით სპეკულაციები მორჩეს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მიხეილ მაჭავარიანის შეფასებით, დროა, საქართველოს ექს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სპეკულაციები მორჩეს.

როგორც ჟურნალისტებს მაჭავარიანმა განუცხადა, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ის ყველა დასკვნას იცნობს.

„ეს საბუთები, კერძოდ, ყველა დასკვნა  პირადად მაქვს წაკითხული, მათ შორის ამერიკელების და არაერთხელ გამიკეთებია განცხადება, რომ დროა, ზურას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სპეკულაციები მორჩეს', - დასძინა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაციით, ჟვანია გასათბობი მოწყობილობიდან გაჟონილი მომწამვლელი ნახშიროჟანგის აირით დაიღუპა. 

internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები