მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მაჭავარიანი: კოალიციის გეგმები გამოუცდელია და ნდობას ვერ გამოვუცხადებთ

პარლამენტი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ახალ მთავრობას 25 ოქტომბერს დაამტკიცებს. საპარლამენტო უმცირესობა ახალ მინისტრთა კაბინეტს ნდობას არ გამოუცხადებს, თუმცა, მათ პროგრამებს მოისმენს. პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით,

„პრესა.ჯი' „ნაციონალური მოძრაობის' ერთ-ერთ ლიდერს, მიხეილ მაჭავარიანს ესაუბრა: 

- პრეზიდენტი ახალ ხელისუფლებას მერების, გამგებლებისა და გუბერნატორების პირდაპირი წესით არჩევას სთავაზობთ. რა სარგებლის მომტანია ამ ტიპის დეცენტრალიზაცია?

- თვითმართველობის რეფორმა საკმაოდ ფართომასშტაბიანია. ეს რეფორმები 2005 წელს დავიწყეთ, თუმცა, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი და ეს რეფორმები დასასრულებელია. რაც შეეხება პრეზიდენტის ინიციატივას, ყოველთვის იმის მომხრე ვიყავი, რომ გამგებლებისა და მუნიციპალეტის პირველი პირების არჩევა საკრებულოდან მომხდარიყო, რაც ევროპული მოდელია. 

- თქვენს ინიციატივას უმრავლესობა მხარს დაუჭერს?

- ჩვენ წინადადებები შევთავაზეთ და ამ საკითხზე, საუბარი უნდა გაგრძელდეს, რადგან თვითმართველობის რეფორმა დასასრულებელია. 

- პარლამენტმა ახალი მთავრობა ხუთშაბათს უნდა დაამტკიცოს. ახალ მინისტრთა კაბინეტს მხარს დაუჭერთ?

- პირველ რიგში, მათ პროგრამებს მოვუსმენთ და შემდეგ განცხადებას გავაკეთებთ. თუმცა, გეტყვით, რომ მხარს არ დავუჭერთ, რადგან გამარჯევებულ პოლიტიკურ ძალას სხვა გეგმები აქვს, ჩვენ კი, სხვა პროგრამები გვქონდა. კოალიციის გეგმები გამოუცდელია და მათ ნდობას ვერ გამოვუცხადებთ. 

- გოდერძი ბუკია, კახა ოქრიაშვილი, გოგი ლიპარტელიანი, სერგო ხაბულიანი და ენზელ მკოიანი მაჟორიტარები „ნაციონალური მოძრაობიდან' გახდნენ, თუმცა, ისინი საპარლამენტო უმცირესობაში გაერთიანებას არ აპირებენ.
რატომ?


- რამდენიმე დღის წინ, მათი გადაწყვეტილების შესახებ გავიგე და როგორც ვიცი, ისინი გაერთიანებას არც უმცირესობაში და არც უმრავლესობაში არ აპირებენ. თუმცა, მოგვიანებით რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ, ეს მათი გადასაწყვეტია და ვერ გეტყვით. 

- კოლიცია „ქართული ოცნების' წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში, საკონსტიტუციო უმრავლესობა ეყოლებათ, რადგან მათ რიგებში „ნაციონალური მოძრაობის' მაჟორიტარების გადადინება მოხდება. რამდენად მყარი ოპოზიცია იქნებით? 

- სჯობს, ოპოზიციის სიმყარეზე შემდგომ ვიმსჯელოთ, რადგან ვინ, როგორ მოიქცევა, ვერ გეტყვით. თუმცა, იმის თქმა შემიძლია, რომ უმცირესობის ბირთვი და ღერძი ის გუნდი ვიქნებით, რაც დღეს დაფიქისირებული ვართ, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ სხვა მოსაზრებები არ იქნება. 

იცით, რომ ბოლო მოწვევის პარლამენტში კომფიგურაცია ხშირად იცვლებოდა, რადგან ეს ცოცხალი ორგანიზმია და ეს მარმარილო არ არის. რა მაგარი ექსპერტიც არ უნდა იყოს, ვერავინ იტყვის - ოთხი წლის შემდეგ, თუ რა მოხდება. 

- რაც შეეხება პარლამენტის თბილისში უკან გადატანას, ამ საკითხზე, რას ფიქრობთ?

- პირადად მე, მომხრე ვარ, რომ პარლამენტმა საქმიანობა ქუთაისში გააგრძელოს. მართალია, ეს გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, პირველ რიგში, საცხოვრებელ სახლებთან, მაგრამ ჩვენ აპარატის თანამშრომლებისთვის კომპესაციებს ვგეგმავდით. 

იყო პერიოდი, როდესაც, თბილისში, 61 დეპუტატის ქირას პარლამენტი იხდიდა და დღემდე, დედაქალაქში, ბევრი საჯარო მოხელე ქირით ცხოვრობს. ამ ეტაზე, ამ გადაწყვეტილებას მხარს არ დავუჭერ, მაგრამ თუ კონსულტაციები დაიწყება, დალოდება სჯობს. 

ახალ შენობაში, ყველა ოთახი თითქმის დასრულებულია. არადა, პარლამენტის პირველი სხდომები 1995 წელს სად ტარდებოდა, ძალიან კარგად მახსოვს. იმ დროს, არათუ ინფრასტრუქტურა, არამედ ოთახებიც კი, არ არსებობდა. 

პრესა.GE

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები