მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მე­რა­ბიშ­ვი­ლი ივა­ნიშ­ვი­ლის პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ას გა­მო­ეხ­მა­უ­რა

'ჩემ­და სამ­წუ­ხა­როდ და სა­ქარ­თვე­ლოს სამ­წუ­ხა­როდ, ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა არ აპი­რებს სა­კუ­თა­რი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო ძი­რი­თა­დი და­პი­რე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას, თუმ­ცა, აპი­რებს ან­გა­რიშ­სწო­რე­ბას ოპო­ზი­ცი­ი­სა და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის წი­ნა­აღ­მდეგ', - ამის შე­სა­ხებ, ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვილ­მა დღეს, პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნაც­ხა­და. მე­რა­ბიშ­ვი­ლი ივა­ნიშ­ვი­ლის პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ას გა­მო­ეხ­მა­უ­რა, სა­დაც პრე­მი­ერ­მი­ნის­ტრმა გა­ნაც­ხა­და, რომ ტა­რი­ფე­ბის გა­ნა­ხევ­რე­ბა 'არ გა­მო­ვა'და წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბა გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი იყო.   'რო­გორც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ბრძა­ნა, პრო­კუ­რა­ტუ­რა ვალ­დე­ბუ­ლია რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოს ყვე­ლა სა­ჩი­ვარ­ზე. ეს გარ­კვე­უ­ლი რი­ტო­რი­კა და მუ­ქა­რაა. ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა თა­ვად გა­დაწ­ყვეტს, რო­გო­რი რი­ტო­რი­კით ისა­უბ­როს', - აღ­ნიშ­ნა ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვილ­მა. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, იგი მო­მა­ვა­ლი კვი­რის ორ­შა­ბათს ჟურ­ნა­ლის­ტებს კი­დევ ერ­თხელ შეხ­ვდე­ბა და შს სა­მი­ნის­ტრო­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­სა და ქვე­ყა­ნა­ში კრი­მი­ნო­გე­ნურ ვი­თა­რე­ბა­ზე ისა­უბ­რებს.

ტაბულა 

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები