მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მედვედევი კიდევ ერთხელ გაპრეზიდენტებას არ გამორიცხავს

რუსეთის პრემიერი დიმიტრი მედვედევი არ გამორიცხავს, რომ კიდევ იყრის კენჭს საპრეზიდენტო არჩევნებში 2018 წელს. ამის შესახებ მან ბრიტანულ 'Times'-თან ინტერვიუში განაცხადა.

„მე არც ისე ხანდაზმული პოლიტიკოსი ვარ. ჯერ არ ვაპირებ პოლიტიკური ცხოვრების დასრულებას. ამიტომაც არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში კიდევ წამოვაყენო ჩემი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებზე, თუკი ეს ჩვენს ხალხს დააინტერესებს,' - აღნიშნა მან.

პრემიერმა ასევე დასძინა, რომ: „თუკი ხალხს ეს მობეზრდება და მეტყვიან „გუდბაი', მაშინ მემუარების წერას შევუდგები'.

მედვედევს სჯერა, რომ მისი პოლიტიკური სცენიდან ჩამოსვლა ჯერ ნაადრევია. „დარწმუნებული ვარ, რომ ჯერჯერობით არ არსებობს არანაირი მიზეზი, რის გამოც მე და ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც წარმოვადგენ, პოლიტიკას უნდა ჩამოვშორდეთ,' - განაცხადა მან.

Internet.ge

ე.შ

 

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები