მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მედია: ირანმა ომის წინ ბოლო თათბირი ჩაატარა

ირანის უმაღლესმა ლიდერმა აიატოლა ალი ჰამენეიმ უმაღლესი სამხედრო ჩინოსნები თავისთან დაიბარა იმისათვის რათა მათთან 'ბოლო სამხედრო თათბირი გაემართა'. ინფორმაციას ამის შესახებ იინტერნეტსაშუალებებით გავრცელდა.

'ჩვენ ომის მდგომარეობაში მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში აღმოვჩნდებით', _ წყაროების ინფორმაციით განაცხადა მან თათბირზე.

თათბირს ესწრებოდნენ: თავდაცვის მინისტრი აჰმად ვაჰირი, თავად ჰამენეის სამხედრო მრჩეველი გენერალი იახია რაჰიმ-საფავი, სამხედრო შეიარაღებული ძალების უფროსი გენერალ-მაიორი სეიედ ჰასან ფირუსაბადი, გვარდიის რევოლურციური კორპუსის ხელმძღვანელი გენერალი მოჰამმად ალი ჯაფარი. თათბირს ასევე ესწრებოდნენ ისლამური რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო, სამხედრო-საზღვაო და ქვეითი ჯარების მეთაურები. 
თათბირის მონაწილე ყველა პირმა აიატოლას მისადმი დაქვემდებარებული უწყების ან სექტორის მზაობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ჰამენეიმ ბრძანა ირანის ისტორიაში უმსხვილესი თავდაცვითი ნაგებობის აშენება ქვეყნის ბირთვული პროგრამის შენარჩუნებისათვის, რომელსაც უნდა გაეძლო აშშ-ს არსენალში არსებული უძლიერესი სუპერიაიაღის - მრავალტონიანი ბუნკერული ბომბებისათვის. 
შედეგად, ირანმა ყველა საკვანძო ბირთვული ობიექტი შორიდან ჩამოტანილი კლდის უზარმაზარი ლოდებით მთლიანად დაფარა, შემდეგ ამ ლოდებს ტონობით ბეტონი დაასხა და შემდეგ ყველაფერი ეს ფოლადით დაფარა. 
სწორედ ამ დროს აშშ ტავის არსენალში არსებული ახალი იარაღის პრეზენტაცია მოახდინა - ეს არის 15 ტონიანი ბომბი, რომელიც თითქმის 20 მეტრის სიღრმეზე აღწევს და თავის გზაზე რკინაბეტონის წინააღმდეგობებს ანადგურებს.

აღსანიშნავია ასევე, რომ გავრცელებული ინფორმაციით, აიატოლასთან გამართული თათბირი დაიწყო იმ ინფორმაციით, რომ ურანის გამდიდრება უკვე 60 % მდეა დაწყებული ანუ იმ დონემდე როდესაც უკვე მისი საბრძოლო მიზნით გამოყენება შეიძლება.

ადრე უკვე შემოწმებულ ბალისტიკურ რაკეტებს 'შეჰაბ -3' ისრაელზე, საუდის არაბეთზე და ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს სამხედრო ობიექტებზე, ასევე სპარსეთის ყურის ზონაზე დარტყმისათვის ამზადებენ. ხოლო 'ჰებოლლა' ლიბანში და ჰამასი 'ისლამურ ჯიჰადთან ერთად' ღაზაში მზად არიან ირანს მხარი დაუჭირონ ისრაელზე სამხრეთ-დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან თავდახმაში.

საუდის არაბეთის ტერმინალები რომლებიც ნავთობის გადაზიდვას აწარმოებენ უნდა აფეთქდეს ხოლო ორმუზის სრუტე უნდა დაიხუროს. ჰამენეიმ თავისი სამხედრო საბჭოს წინაშე ვადები დააყენა, იმისათვის რათა შეიარაღებული კონფლიქტისათვის რამდენიმე კვირის განმავლობაში მზად იყვნენ.

ირანის გათვლებით, ახლო აღმოსავლეთი სექტემბერში ან ოქტომბერში უნდა აფეთქდეს.

ჯი-ეიჩ-ენი

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები