მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა ობელისკი ბათუმის ცენტრიდან გადააქვთ

მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ობელისკი ბათუმის ცენტრიდან მალე ქალაქის გარეუბანში გადაინაცვლებს . შესაბამისი გადაწყვეტილება ქალაქის საკრებულომ 15 ივლისს მიიღო. როგორც 'ინტერპრესნიუსს' ბათუმის საკრებულოს იურიდიული სამსახურის უფროსმა, მიხეილ შვენთიძემ განუცხადა, ობელისკის ადგილს საბაგირო დაიკავებს, რომელიც ბათუმს ანორის მთასთან დააკავშირებს. 
'გაიყიდა გარკვეული ნაკვეთი პირდაპირი განკარგვის ფორმით. ქალაქის სანაპიროდან ანორის მთამდე დაახლოებით 2 კმ სიგრძის საბაგირო გზა აშენდება. ობელისკის გადატანის აუცილებლობაც ამან განაპირობა', - განაცხადა შვენთიძემ. 
აუცილებლობა, რომელმაც ობელისკის ადგილმონაცვლეობა განაპირობა, საკრებულოს რესპუბლიკელმა დეპუტატმა ვერ შენიშნა. ირაკლი ჩავლეიშვილი ამბობს, რომ ადგილი, სადაც ის გადააქვთ - უკაცრიელი, ძეგლებისადმი მტრული დამოკიდებულება კი - ტენდენციაა. 
ობელისკის ადგილმონაცვლეობას ქალაქში სხვადასხვა განწყობით ხვდებიან. მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ ასე მისი მნიშვნელობა კნინდება. 
ვეტერანებისთვის კი მთავარია, ძეგლი, რომელიც მეორე მსოფლიო ომში დაღუპულებს ახსენებთ არ გაუქმდეს. მის გადატანას შეეგუებიან. 
ქალაქის ცენტრში განთავსებული ობელისკი ახალ მისამართზე - სერგი მესხის ქუჩაზე უახლოეს მომავალში გადაინაცვლებს.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები