მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მერაბიშვილი: ეს საუბარი ერთი მიზეზით გამოაქვეყნეს - გვითხრან, რომ გვაკონტროლებენ და გვისმენენ

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა' მუშაობის სხვა რეჟიმზე გადადის - ამის შესახებ პარტიის ოფისში ჟურნალისტებს ვანო მერაბიშვილმა განუცხადა.

''ნაციონალური მოძრაობის'' გენერალური მდივანი ნიკა გვარამიას დაპატიმრებას საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან დამოუკიდებელ მედიასაშუალებაზე ზეწოლად აფასებს.

ვანო მერაბიშვილი: „რუსთავი 2'- ის გენერალური დირექტორის დაკავება, მასთან ერთად ყოფილი სახელმწიფო მოხელეების, მათ შორის ენერგეტიკისა და ფინანსთა ყოფილი მინისტრის ალეკო ხეთაგურის დაკავება, არის გაუგონარი ფაქტი. მინდა გითხრათ, რომ მოქმედი, სერიოზული, თავისუფალი მედიის გენერალური დირექტორის დაკავება მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა. თვით რუსეთშიც კი.

ყოფილი პრემიერის თქმით, ივანიშვილის ხელისუფლება იმ ფონზე, რომ ის ვერც ერთ სოციალურ დაპირებას ვერ ასრულებს, ცდილობს კონტროლი გაუწიოს იმ დაწესებულებებსა და ორგანოებს, რომლებიც მას ამ დაპირებებს შეახსენებს.

„ივანიშვილის მთავრობა  ვერცერთი წინასაარჩევნო სოციალური დაპირების შესრულებას ვერ ახერხებს.  ამ ფონზე ხესლისუფლებამ გადაწყვიტა მთავარი აქცენტები მუშაობის გადაიტანოს იმაზე,  რომ საქართველოში არ არსებობს არც ერთი პარტია,  ორგანო  დაწესებულება, რომელიც არ ექვემდებარება ივანიშვილის პირად დიქტატს. ყველაფერი ის, რაც არის მისგან დამოუკიდებელი, მისი წარმოდგენით საქართველოში არ უნდა არსებობდეს. არ უნდა არსებობდეს ოპოზიციური პარტია, არ უნდა არსებობდეს თავისუფალი ტელევიზია, არ უნდა არსებობდეს სასამართლო რომელსაც ის პირადად ვერ აკონტროლებს. არ უნდა არსებობდეს არავინ, ვინც მის კონტროლ ქვეშ არ არის',- განმარტა ვანო მერაბიშვილმა.

პარტიის გენერალურმა მდივანმა პარლამენტის ბოიკოტირების მიზეზებზეც ისაუბრა.

ვანო მერაბიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა' იძულებული გახდა მუშაობის სხვა რეჟიმზე გადაერთოს, რათა საქართველოში არ დაუშვას დემოკრატიის შეზღუდვა, რომ საქართველო არ დააბრუნოს იმ ბნელ წარსულში რომელშიც წლების მანძილზე იმყოფებოდა. ალეკო ხეთაგურის დაკავება, რომელიც ენრერგომაფიის დამარცხების სიმბოლოა დღეს დაპატიმრებულია სასაცილო ბრალდებით. ამ ადამიანმა  შევარდნაძის ჩამქრალი, კორუმპირებული საქართველო გამთბარ, განათებულ და ენერგო დამოუკიდებელ ქვეყნად აქცია. მის მიმართ წაყენებული ბრალდება კი  მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება არის ისტერიკაში. ის ცდილობს ყოველივე ალტერნატიული რაც კი არსებობს საქართველოში ჩაახშოს და კონტროლქვეშ მოაქციოს.

საუბრის ბოლოს მერაბიშვილმა ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა. მან ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ აუდუოჩანაწერზე ისაუბრა. მისი თქმით, ჩანაწერი სრულიად ეწინააღმდეგება გამოძიების მიერ წარმოდგენილ ვერსიას.

„მგონია, რომ ეს საუბარი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გამოაქვეყნეს, გვითხრან რომ გაკონტროლებთ, გისმენთ. მათი მიზანი ჩვენი დაშინებაა. მინდა მათ ვუთხრა: წლების განმავლობაში ჩემი არაერთი სატელეფონო საუბარი გამოქვეყნდდა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ. დიდიხანია მიჩვეული ვარ, რომ სერიოზულ თემებზე ტელეფონში არ ვისაუბრო. დღეს მითუმეტეს, როდესაც მე არ ვარ სახელმწიფო მოხელე და ყველაფერ იმას, რასაც მე ჩუმად, მეგობრებთან ვლაპარაკობ რამდენიმე საათში პრესკონპერენციაზე ვაცხადებთ. არ მეშინია. მთ შეუძლიათ მომისმინონ თავისუფლად. ეს უფრო იყო დეკლარირება იმისი, რომ ჩვენ გვისმენენ, სხვა არფერი',- განაცხადა მერაბიშვილმა და იქვე დასძინა, რომ მის დაკითხვაზე დაბარებას ის ირონიულად უყურებს.

პრესა.GE

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები