მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მერაბიშვილმა თავდაცვის სფეროში ახალი სახელმწიფო კონცეფცია წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, სამხედრო მოსამსახურეებს და მათი ოჯახის წევრებს შეხვდნენ. 

შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის სფეროში სახელმწიფოს ახალ „3T'-ს პრინციპზე დაფუძნებული კონეცეფციის ერთ-ერთ კომპონენტზე - „ტოტალურ ზრუნვაზე' ისაუბრა. 

პრემიერის განმარტებით, „ტოტალური ზრუნვა' მოიცავს ჯანდაცვის, განათლების, დასაქმების, ფინანსური წახალისების, საცხოვრებელი ფართით და სოციალური შეღავათებით უზრუნველყოფის სფეროებს და გავრცელდება არა მხოლოდ შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობაზე, არამედ მათი ოჯახის წევრებსა და ვეტერანებზეც.

ჯანდაცვის კუთხით, ახალი კონცეფციის ფარგლებში მკვეთრად გაუმჯობესდება კონტრაქტზე მყოფი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების სადაზღვევო პაკეტი, ხოლო წვევამდელები სრულ სამედიცინო მომსახურებას მიიღებენ.

ამასთან, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ერთწლიანი სავალდებულო სამსახურის შემდეგ, ბაკალავრიატში 4-წლიან სწავლებას დაუფინანსებს ყველა იმ პირს, რომელმაც ჩააბარა უმაღლეს სასწავლებელში, ვერ მოიპოვა სახელმწიფო გრანტი და სწავლის საფასურს ვერ იხდის. ხოლო მოქალაქეს, რომელიც საკონტრაქტო სამხედრო სამსახურს მეორე ვადით გააგრძელებს, სახელმწიფო მაგისტრატურაში სწავლასაც დაუფინანსებს.

სამხედრო მოსამსახურეებს უფასოდ გადაეცემათ კომპიუტერისა და ინგლისურის ენის სწავლის ვაუჩერი, ხოლო 20 წლის სამხედრო სამსახურის შემთხვევაში, ისინი პროფესიული განათლების 1000-ლარიან ვაუჩერს მიიღებენ. გარდა ამისა, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 20 წლის მსახურის შემთხვევაში, პენსიამდე სამხედრო მოსამსახურე, პრემიის სახით, ბოლო ერთი წლის სრულ ხელფასს მიიღებს.

16-წლიანი საკონტრაქტო სამსახურის შემთხვევაში, თავდაცვის სამინისიტრო სახელმწიფო გრანტის ოდენობით უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურის შვილების ბაკალავრიატში სწავლებას.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს სახელმწიფო საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფს. საცხოვრებელ ფართს სამხედრო მოსამსახურე განსაკუთრებული საბრძოლო ღვაწლისთვისაც მიიღებს.

geonewspress.com

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები