მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მერია გიგი უგულავას დაკითხვაზე განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია გიგი უგულავას დაკითხვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, თბილისის მერი გიგი უგულავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში შპს 'თბილსერვის ჯგუფის' საქმესთან დაკავშირებით დაკითხვაზე დაიბარეს.
'შესაბამისი უწყება საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა გიგი უგულავას რეგისტრაციის მისამართზე გვიან ღამით მიუტანეს. თბილისის მერმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მიმართა, მისი დაკითხვა მერიაში 2 თებერვალს 16:00 საათზე განეხორციელებინათ.
საგამოძიებო სამსახური დათანხმდა თბილისის მერის წინადადებას. უწყების წარმომადგენლები მერიაში 16:00 საათზე გამოცხადდნენ. ამ წუთებში გიგი უგულავას დაკითხვა ადვოკატის გარეშე მიმდინარეობს', - ნათქვამია განცხადებაში. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები